LIVENEWS

🚨🚨 სასწრაფოდ! უმძიმესი ტრაგედია თბილისის შემოვლით გზაზე! 🚨🚨 💥 „ვაიმე, რამდენი ადამიანი დაიღუპა...“ – შემზარავი ავარია რამდენიმე წუთის წინ მოხდა, კადრები შოკისმომგვრელია! 😱🚗🔥💔🛑
თბილისის შემოვლით გზაზე, რუსთავი-მარტყოფის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ერთმანეთს ევაკუატორი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა მსუბუქი მანქანის მძღოლი, ევაკუატორის მძღოლი კი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს
საქართველო დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, – „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

პარტიის ცნობით, საბაზისო ინდექსის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში მესამე ადგილზეა ირლანდიის და ნიდერლანდების შემდეგ.

„ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში. ანგარიშში სხვადასხვა თემებთან ერთად გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების ოლიგარქიული ტენდენციები. ანგარიში ყურადღება საქართველოსაც ეთმობა. მკვლევართა შეფასებით საქართველო რისკფაქტორის მიხედვით ჩამორჩება მაგალითად შვეიცარიას, კვიპროსს, უნგრეთს და ა.შ. ( გვ. 41). მიუხედავად ანგარიშში რისკად აღქმული იმ მოცემულობისა, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერია, რეალური და მრავალფაქტორიანი მონაცემების ანალიზის საფუძველზე კვლევამ დაადგინა, რომ საქართველო დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით ევროპის საუკეთესო სამეულშია (გვ.42) (გვ. 89). ოლიგარქიზაციის და დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი ტენდენციის შესაფასებლად მკვლევრებმა ევროკავშირის დაფინანსებით 2 ინდიკატორი შეიმუშავეს: ოლიგარქიზაციის ცვლილებების საბაზისო (გვ.42) და კორექტირებული (გვ. 89) მაჩვენებლები.

ოლიგარქიზაციის ტენდენციის საბაზისო ინდიკატორი ასახავს 2012 წლის შემდეგ მომხდარ ცვლილებებს 10 -წლიანი გაანგარიშებით და ეძღვნება იმის დადგენას, თუ როგორ შეიცვალა ეროვნულ სიმდიდრის ფორმირებაში საზოგადოების უმდიდრესი 1%-ის წვლილი.

საბაზისო ინდექსის მიხედვით 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში მესამე ადგილზეა ირლანდიის და ნიდერლანდების შემდეგ (გვ.42). კვლევის მიხედვით დგინდება, რომ 10 – წლიანი გაანგარიშებით საბაზისო მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან მხოლოდ 15-ში გაუმჯობესდა, დანარჩენ ქვეყნებში ადგილი აქვს ოლიგარქიზაციის გაღრმავებას. ამასთან ოლიგარქიზაციის საბაზისო ინდიკატორი გაუარესდა ევროკავშირის წევრ და შენგენის ზონის 20 ქვეყანაში . ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი, ისლანდია, დანია, ავსტრია, ესპანეთი, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი, მალტა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი.

მკვლევრებმა საბაზისო ინდექსის გარდა უფრო სიღრმისეული, მრავალფაქტორიანი ანალიზის საფუძველზე ოლიგარქიზაციის ცვლილების კორექტირებული ინდექსიც შეიმუშავეს (გვ. 89). ოლიგარქიზაციის ტენდენციის კორექტირებული ინდექსი აანალიზებს სიმდიდრის უთანაბრობის გაუმჯობესების და გაუარესების ხანგრძლივ ტენდენციებს, რომელიც სპეციალური ფორმულით შეწონილია საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის ცვლილების ტენდენციებთან 2013-2023 წლებში(გვ. 88-89). შედეგები საქართველოსთვის შთამბეჭდავად გამორჩეული აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ამ კორექტირებული ინდექსის მიხედვით, დეოლიგარქიცაზიის ხანგრძლივი 10- წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მთელს ევროპაში მეორე ადგილზეა ირლანდიის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ოლიგარქიზაციის ცვლილების შეწონილი მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან 17-ში გაუარესდა.

ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში ევროპის ანალიზისა და პოლიტიკის ინსტიტუტის ჩართულობით მომზადდა პროექტის მიერ, რომლის სახელწოდებაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენას შორის არსებული ხარვეზის შევსება“. https://corruptiondata.eu/a-report-on-causes-and-trends-of-corruption-risk-in-europe-41/“- ნათქვამია ინფორმაციაში

🚨🚨 სასწრაფო ინფორმაცია! ტრაგედია მარნეულში! 🚨🚨 💥 „ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს...“ – მარნეულში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა! 😭💔🏥🛑
ახალგაზრდა კაცი, რომელიც მარნეულში დაჭრეს, კლინიკაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

🚨🚨 სასწრაფოდ 🚨🚨 💥 „ნამდვილი ხსნა ორგანიზმისთვის!“ – წვენი, რომელიც ცხიმებს წამებში შლის: მეცნიერების შოკისმომგვრელი აღმოჩენა! 😱🥤🔥🔥 👇 წაიკითხეთ აქ, ეს ყველამ უნდა იცოდეთ! 👇
მეცნიერებმა შეისწავლეს არონიას ნაყოფის (უფრო ცნობილი, როგორც შავი არონია) წვენის გავლენა ორგანიზმზე და დაადგინეს, რომ ის შეიძლება დაეხმაროს ნივთიერებათა ცვლის სტაბილურობასა და ნაწლავების ჯანმრთელობის შენარჩუნებას, განსაკუთრებით ცხიმიანი კვების დროს. ამის შესახებ გამოცემა Earth წერს.

კვლევისას, რომლის შედეგებიც ჟურნალ Frontiers in Nutrition-ში გამოქვეყნდა, მეცნიერები ცდილობდნენ გაერკვიათ, ეხმარება თუ არა ამ კენკრის წვენი ორგანიზმს მაშინ, როცა რაციონში ცხიმის რაოდენობა იზრდება.

ექსპერიმენტში მათ გამოიყენეს სტერილური თაგვები, რომლებსაც ადამიანის მიკრობიომი გადაუნერგეს. დონორები სხეულის მაჩვენებლებით მსგავსები იყვნენ, თუმცა ანთების დონით განსხვავდებოდნენ: ერთს დაბალი ჰქონდა, მეორეს კი მაღალი, როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ისე ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. მეცნიერებმა ეს მიკროორგანიზმები თაგვებს გადაუნერგეს და შემდეგ მეორე თაობაც გაზარდეს, რათა დაედასტურებინათ, რომ ადამიანის მიკრობიომი წარმატებით დამკვიდრდა და სტაბილური დარჩა.

თაგვებში ჩამოყალიბდა ორი განსხვავებული ნაწლავის მიკრობული სისტემა, რომლებიც შეესაბამებოდა ადამიან დონორებს. მათ სისხლშიც თავიდანვე განსხვავებული პროფილები დაფიქსირდა, დაბალი და მაღალი ანთების დონით, ჯერ კიდევ ექსპერიმენტის დაწყებამდე.

ექსპერიმენტი 8 კვირა გაგრძელდა. თაგვები სვამდნენ ან არონიას წვენს, ან საკონტროლო სასმელს, რომელსაც იგივე რაოდენობის შაქარი ჰქონდა. პირველი 2 კვირა ისინი იღებდნენ ჩვეულებრივ საკვებს, შემდეგი 6 კვირა კი გადავიდნენ მაღალცხიმიან დიეტაზე, სასმელი უცვლელი დარჩა. ამით ორივე ჯგუფში შაქრის მიღება ერთნაირი იყო.

მეცნიერები აგროვებდნენ განავლის ნიმუშებს ბაქტერიების ცვლილებების დასაკვირვებლად და ასევე იღებდნენ სისხლის ანალიზებს.

არონიას წვენის გავლენა მიკრობიომზე - უკვე პირველ ორ კვირაში არონიას წვენმა გავლენა მოახდინა ნაწლავის მიკროფლორაზე. იმ თაგვებში, რომლებიც მას სვამდნენ, მცირედ გაიზარდა ბაქტერიების მრავალფეროვნება. განსაკუთრებით გაიზარდა Eggerthellaceae ოჯახის წარმომადგენლები, რომლებიც მცენარეულ პოლიფენოლებს გარდაქმნიან ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებად.

მაღალცხიმიანმა დიეტამ მიკრობიომის სტრუქტურა შეცვალა, თუმცა არონიას წვენმა ამ ცვლილებების ნაწილი შეამსუბუქა. ის თაგვები, რომლებიც წვენს იღებდნენ, უფრო გამძლეები აღმოჩნდნენ ცხიმიანი კვების უარყოფითი გავლენის მიმართ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფი.

ამასთან, მნიშვნელობა ჰქონდა საწყის მიკრობიომს: დაბალი ანთების დონით დონორის მიკრობიომის მქონე თაგვები უფრო გამძლეები იყვნენ, ვიდრე მაღალი ანთების მქონენი.

არონიას წვენმა გაზარდა ფოსფატიდილქოლინების და მსგავსი ლიპიდების დონე — ეს ნივთიერებები უჯრედის მემბრანის მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით ნაწლავის ბარიერისთვის. ძლიერი ბარიერი ამცირებს ბაქტერიული ნაწილაკების სისხლში მოხვედრის და ანთების რისკს.

8 კვირის შემდეგ, არონიას წვენის მქონე თაგვებში ასევე დაფიქსირდა TMAO-ს (ტრიმეთილამინ-N-ოქსიდის) დაბალი დონე, რაც დაკავშირებულია ცხიმების უკეთეს მეტაბოლიზმთან.

კვება, მიკრობები და არონია - დაბალი ანთების მიკრობიომის მქონე თაგვებში არონიას წვენმა გაზარდა ინდოლაკრილის მჟავის დონე, ნივთიერება, რომელიც დაკავშირებულია ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტებთან და ნაწლავის ბარიერის დაცვასთან.

თუმცა, ასეთი ეფექტი ყველა შემთხვევაში არ ფიქსირდება - ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის მიკროორგანიზმები არსებობს ნაწლავში.

ამ პროდუქტის მიღების შემდეგ კიბოს რისკი 38%-ით შემცირდა! - არუნ ხათრი
ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი გამომწერებს ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს. ერთ-ერთ ვიდეოში ის სელის მარცვლის სასარგებლო თვისებების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ ეს პროდუქტი კიბოს რისკს 38%-ით ამცირებს.

„თუ ხარ ქალბატონი და ჯერ არ დაგიწყია სელის მარცვლის მიღება, ძალიან დიდი შეცდომა დაგიშვია. ქალური პრობლემებისთვის, რომელიც ყველა ქალს აქვს დღეს, სელის თესლი დაგეხმარება მკურნალობაში. ეს პროდუქტი სასარგებლოა არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც. ჩატარებული კვლევების მიხედვით, ქალები, რომლებიც იღებდნენ 32 გრამ სელის თესლს დღეში, მკერდის კიბოს რისკს 38%-ით ამცირებდნენ“, - ამბობს არუნ ხათრი.

🔴 „სასწრაფოდ 🛑 „ამის ჭამას დღესვე შეწყვეტთ!“ – ექიმმა დაასახელა ნომერ პირველი პროდუქტი, რომელიც ალერგიასა და კანის დაავადებებს იწვევს (ნახეთ, რომელია)
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გამომწერებს ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს. ამჯერად ექიმი ანტიბაქტერიული საპნების შესახებ წერს.

„ადამიანები საკმაოდ ხშირად იყენებენ ანტიბაქტერიულ საპნებს ხელის, ტანის და შორისის დასაბანად.ეს პრაქტიკა არ არის გამართლებული, რადგან ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება იწვევს კანის ნორმალური ფლორის რღვევას, შედეგად კი კანის გაღიზიანებას და ქავილს. ასევე, შეიძლება ხელი შეუწყოს რეზისტენტული ბაქტერიების გავრცელებას.განსაკუთრებით მიზანშეუწონელია ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება შორისის დასაბანად. ამან შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს, კერძოდ, სიმშრალე, ქავილი, სოკოს რეაქტივაცია. ასევე ხელს უწყობს ბაქტერიული ვაგინოზის განვითარებას.საყოფაცხოვრებო პირობებში წყლით და ჩვეულებრივი საპნით/გელით ხელის და ტანის დაბანა სრულიად საკმარისია მექანიკური გასუფთავებისა და პათოლოგიური ბაქტერიების უმრავლესობის მოსაცილებლად. შორისის დასაბანად არსებობს სპეციალური გელები, რომლებიც ინარჩუნებენ ლორწოვანის ნორმალურ ბალანსს.ანტიბაქტერიული საპონი შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად სამედიცინო დაწესებულებებში, ისიც კონკრეტულ სიტუაციებში. ასევე, ზოგჯერ შეიძლება ექიმმა პაციენტს ინდივიდუალურად დაუნიშნოს ანტიბაქტერიული საპნით დაბანა.მოკლედ, მიკრობების წინააღმდეგ ბრძოლის ზედმეტი მცდელობა ანტიბაქტერიული საპნების გამოყენებით ხშირად არასასურველ შედეგებს იწვევს და უნდა მოვერიდოთ.“ - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

„არასდროს გააცხელოთ შემწვარი კარტოფილი მეორედ“ - მედიცინის ექსპერტი ასახელებს კერძებს, რომლებიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება
არსებობს პროდუქტები, რომლებშიც (კერძებში) ხელმეორედ გაცხელებისას, ბაქტერია ისე მრავლდება, რომ ის მომწამვლელი ხდება ჩვენი ორგანიზმისთვის. აბა, ყურადღებით გაეცანით ამ სიას და გაითვალისწინეთ.

ხალხური მედიცინის ექსპერტი იმ საკვებთა ჩამონათვალზე საუბრობს, რომლებიც მომზადებისას უნდა შევჭამოთ, ან აღარ უნდა გავაცხელოთ.

გაცხელებისას ისევ ისე გროვდება და სწრაფად იზრდება საჭმელში ბაქტერია, როგორც ის მომზადებამდე იყო.

ისპანახი - სასარგებლო პროდუქტია, ვიცით. მაგრამ გაცხელებისას რკინა, რომელიც მასშია, ტოქსიკური ხდება. ის კანცეროგენული ხდება. ჩვენს უჯრედებს ჟანგბადი სჭირდება. კიბოს ერთ-ერთი მიზეზი, სხეულში ჟანგბადის ნაკლებობაა. მოკლედ, ფხალეული მეორედ ჭამისას ცივად უნდა მიიღოთ. ისპანახიანი კერძი ან იმდენი მოამზადეთ, რომ ახალ გაკეთებული მიირთვათ, ან აღარ გააცხელოთ.

კვერცხი - კერძები, რომელიც კვერცხს შეიცავს, მეორედ არ უნდა გაცხელდეს. მაიონეზის გაცხელება მის შემცველობაში კვერცხის არსებობის გამო არ შეიძლება. კვერცხში არის ბაქტერია სალმონელა. ამ ბაქტერიის საჭმელში მატება საშიშია - ორსულთათვის, ბავშვებისთვის და ხანდაზმულთათვის.

სალმონელა კვერცხში მაშინაც იმატებს, როდესაც კვერცხის ტემპერატურა იცვლება. მაცივარში შენახვის შემდეგ, თუ კვერცხი გამოიღეთ, ის უკან აღარ დააბრუნოთ, თორემ მასში ბაქტერია იმატებს. გამოღებული კვერცხი ან უნდა მოამზადოთ, ან უნდა გადააგდოთ.

კარტოფილი - ამ პროდუქტში არის ბაქტერია ქლოსტრიდიუმ ბოტილიუმი. როდესაც ის იხარშება ან იწვება, ეს ბაქტერია კვდება. მაგრამ როდესაც ცივდება, ის ისევ მრავლდება. მეორედ გაცხელებისას, უფრო და უფრო მრავლდება ეს ბაქტერია. სახლში არასდროს გააცხელოთ რესტორნიდან წამოღებული ფრი. ეს ტოქსიკურია. არასდროს გააცხელოთ ფრი ან შემწვარი კარტოფილი მეორედ.

თევზეული - არ გააცხელოთ არასდროს.

ხორცეული - მზადდება 170 გრადუსზე. ხორცეულის კერძების გაცხელება შეიძლება, მაგრამ 170-ზე ან ზევით, რომ მაღალ ტემპერატურაზე გაცხელდეს. ხშირ შემთხვევაში შიგნით ცივად რჩება და გარედან ცხელდება. აუცილებლად მთლიანად კარგად უნდა გაცხელდეს ხორციანი კერძები.

🔴 „ეს ნამდვილი სასწაულია!“ – რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღე 1 კოვზ თაფლს შეჭამთ: ექიმის შოკისმომგვრელი დასკვნა
რაფინირებული შაქრის ჭარბი რაოდენობა ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის და ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ ბუნება გვაძლევს შაქრის გემრიელ ნაზავს ნატურალური ხილისა თუ თაფლის სახით.

როდესაც თქვენ ეძებთ დამატკბობელს, ყოველთვის მიმართეთ ნატურალურ თაფლს, ის უამრავ სარგებელს მოგიტანთ.

წონის დაკლება

რაციონიდან გამორიცხეთ შაქრის შემცველი ყველა პროდუქტი, გარდა თაფლისა, რადგან მას ძალიან განსხვავებული და ჯანსაღი შემადგენლობა აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ დამატკბობლებს.
თაფლი ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და ორგანიზმის დეტოქსიკაციას. თუ დილით უზმოზე მიიღებთ თაფლს თბილ წყალთან და ლიმონთან ერთად, გათავისუფლდებით ტოქსინებისა და ზედმეტი ცხიმისგან.

სუფთა კანი

თაფლი საოცარი ანტიოქსიდანტია, ამასთან, მისი ანტიბაქტერიული თვისებები ხელს უწყობს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

თაფლი ასევე კანის მოვლის ნატურალური საშუალებაა. წაისვით თაფლი სახეზე, რათა მოიშოროთ ყველა ლაქა. თაფლი შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა სხვა დაავადებებისთვის, როგორიცაა ჭია და ფსორიაზი. ის ასევე ებრძვის ანთებას და სიმშრალეს.

დაბალი ქოლესტერინი

თაფლში შემავალი ყველა ვიტამინი და კომპონენტი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას. თუ ყოველდღიურად მოიხმართ თაფლს, ის დაგეხმარებათ ორგანიზმში არსებული ჭარბი ქოლესტერინის კონტროლში.

კარგი მეხსიერება

მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ თაფლი ხელს უწყობს უჯრედული თავდაცვის ანტიოქსიდანტური სისტემის აღდგენას, რაც საბოლოოდ იწვევს მეხსიერების გაუმჯობესებას.მშვიდი ძილი.
თაფლში არსებული შაქარი ხელს უწყობს სისხლში ინსულინის დონის ამაღლებას, რომელიც საბოლოოდ გამოყოფს სეროტონინს. ამის შემდეგ, სეროტონინი კვლავ გადაიქცევა მელატონინად, ეს ჰორმონი კი პასუხისმგებელია ჩვენს მშვიდ ძილზე.

გულის დაავადებათა პრევენცია

გულის დაავადების თავიდან ასაცილებლად აიღეთ თაფლი და შეურიეთ დარიჩინს. ეს ხელს შეუწყობს გულის არტერიების და ვენების გაფართოებას.
თბილ წყალში დაამატეთ 1-2 სუფრის კოვზი თაფლი 1/3 ჩაის კოვზ დარიჩინთან ერთად. დალიეთ ეს ყოველდღიურად და დააკვირდით პოზიტიურ ცვლილებებს.

დაემშვიდობეთ სტრესს

თაფლი ამშვიდებს ნერვებს და ხსნის ყველა დაღლილობას თქვენი სხეულიდან. ის შეიცავს გლუკოზას, რომელიც აუცილებელია ნეირონების სწორად მუშაობისთვის. თაფლი სწრაფად შეიწოვება სისხლში და სწრაფადვე გაგრძნობინებთ სიმშვიდეს, ის ასევე აგარიდებთ ფსიქოლოგიურ სტრესს თუ დისკომფორტს.

ჯანმრთელი კუჭი

თაფლის ყოველდღიური მიღება იცავს თქვენს ორგანიზმს ისეთი დაავადებისგან, რომელიც დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან. ის ასევე ხელს უწყობს ლორწოვან გარსში არსებული მცირე ჭრილობების შეხორცებას.

თაფლი ნივრით.როდესაც თაფლი შერწყმულია სხვა ბუნებრივ საშუალებებთან, რომლებსაც აქვთ ძლიერი ანტისეპტიკური თვისებები, მისი ღირებულება ათჯერ იზრდება.თუ თაფლს ნიორს აურევთ, ის გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას.დაიწყეთ ერთი კბილი ნივრის მიღება თაფლთან ერთად და თავს გაცილებით ენერგიულად იგრძნობთ.და ბოლოს, დღეიდან თქვენ უფრო მეტი იცით თაფლის უპირატესობის და სასარგებლო თვისებების შესახებ, დროა ჩართოთ ის თქვენს რუტინაში და იცხოვროთ ტკბილად და ბედნიერად.

🔴 „არ დააგვიანოთ, დრო იწურება!“ – როდის უნდა დაიწყოთ სახლის დალაგება აღდგომამდე, რომ იღბალი არ დააფრთხოთ (სპეციალისტის რჩევა)
ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს.

„აღდგომისთვის სივრცის მომზადება, მიზნად ისახავს სახლის დაგროვილი ნეგატივისგან გაწმენდას, ნათელი ენერგიისა და კეთილდღეობის მოზიდვას და ოჯახის დაცვას. ეს პროცესი აერთიანებს ხალხურ ტრადიციებს, ენერგეტიკულ პრაქტიკებსა და განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნას.

აი ძირითადი ეტაპები:

1. სივრცის ენერგეტიკული გაწმენდა (დიდი ხუთშაბათი)

გენერალური დასუფთავება: დასუფთავების დაწყება საუკეთესოა დიდი (სუფთა) ხუთშაბათიდან. მნიშვნელოვანია, მოიშოროთ ზედმეტი ნივთები, საფუძვლიანად გარეცხოთ ყველა კუთხე, ფანჯარა და სარკე, რადგან ისინი ნეგატიურ ენერგიას აგროვებენ.

სტიქიური გაწმენდა:

ცეცხლი: შემოიარეთ სახლი ანთებული პროგრამული მცენარეული სპეციალური სანთლით(მსგავსი პროგრამული სანთლებს შეიძენთ "თამონიტში"), განსაკუთრებით კუთხეებში შეყოვნდით, ილოცეთ ან უბრალოდ გულით ისურვეთ სივრცის გაწმენდა.

წყალი: იატაკი მოწმინდეთ წყლით, რომელშიც დამატებულია მარილი (ბუნებრივი ნეგატივის შემწოვი) ან „ხუთშაბათის მარილი“.

ხმა: ჩამოჰკარით ზარს ან ჩართეთ ზარის რეკვის ჩანაწერი, რათა „გატეხოთ“ დაგუბებული ენერგია.

კმევა: გამოიყენეთ სალბი, აბზინდა ან საკმეველი ოთახების დასაკმევად.

2. დაცვა და ჰარმონიზაცია

ხუთშაბათის მარილი: კურთხევის (ან მომზადების) შემდეგ, ეს მარილი შეიძლება მოათავსოთ სახლის კუთხეებში ან ოდნავ მოაყაროთ ზღურბლთან,თვალის და ბოროტი ენერგიებისგან დაცვისთვის.(ხუთშაბათის მარილის მომზადების წესებს დავდებ მომდევნო პოსტში)

სანთლით კურთხევა: სანთელი, რომელიც აღდგომის ღამეს ტაძრიდან მოაქვთ, განსაკუთრებულ ძალად ითვლება. თუ მასით სახლს შემოივლით და ხატებთან (ან „წითელ კუთხეში“) დაანთებთ, მიიჩნევა, რომ ის სივრცეს მთელი წლის განმავლობაში დაიცავს.

აღდგომის სიმბოლოები: განათავსეთ სახლში სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლოები :შეღებილი კვერცხები, კურდღლებისა და წიწილების ფიგურები, ცოცხალი ყვავილები, ვერხვი. ისინი ზრდისა და კეთილდღეობის ენერგიას იზიდავს.

3. სიხარულის ატმოსფეროს შექმნა

სინათლე და ფერები: გამოიყენეთ ნათელი, პასტელური ტონები , თეთრი (სისუფთავე), ყვითელი (მზე), მწვანე (სიცოცხლე).

სურნელი: წინასწარ გამოაცხვეთ კულიჩები, რათა ვანილის, დარიჩინისა და ცხობის არომატმა აავსოს სახლი , ეს ქმნის სიმყუდროვეს და სიმდიდრის ენერგიას იზიდავს.

განწყობა: მნიშვნელოვანია, დასუფთავება და გაფორმება კეთილი ფიქრებით გააკეთოთ. არ შეიძლება ჩხუბი, გაბრაზება ან მოწყენა , ეს ქმნის „მძიმე“ ენერგიას, რომელიც არ შეესაბამება დღესასწაულის არსს.

4. რიტუალები იღბლის მოსაზიდად

აღდგომის განთიადი: აღდგომის დილას მზის ამოსვლის ნახვა წარმატებისა და ჯანმრთელობის ნიშნად ითვლება.

საჩუქრები: კულიჩებისა და შეღებილი კვერცხების გაჩუქება ახლობლებისთვის ან გაჭირვებულებისთვის კეთილდღეობას იზიდავს.

სურვილის ჩაფიქრება: სურვილი უნდა ჩაიფიქროთ სუფთა გულითა და რწმენით , საუკეთესოა საკვების კურთხევის შემდეგ ან კვირას დილით.

მნიშვნელოვანია: აღდგომა მხოლოდ ერთი დღე არ არის ,იგი მოიცავს მთელ ნათელ კვირას, ამიტომ სისუფთავისა და კარგი განწყობის შენარჩუნება ამ მთელი პერიოდის განმავლობაშია სასურველი.

დაე, ამ წმინდა აღდგომის დღეებმა თითოეულ თქვენგანს მოგიტანოთ სინათლე, სითბო და შინაგანი სიმშვიდე.

დაე, თქვენი სახლები აივსოს სიყვარულით, ჰარმონიითა და კეთილდღეობით, ხოლო გულებში დამკვიდრდეს რწმენა, იმედი და სიხარული.

გისურვებთ, რომ ყოველმა თქვენგანმა იპოვოს თავისი ბალანსი, გაუშვას ძველი ტკივილი და სიყვარულით მიიღოს ახალი შესაძლებლობები.

დაე, თქვენი გზა იყოს დაცული, თქვენი არჩევანი - ნათელი და თქვენი ცხოვრება - სავსე მადლითა და კურთხევით.

მოწოდება:

გაუზიარეთ ეს სითბო სხვებსაც , გაუკეთეთ კეთილი საქმე, უთხარით თბილი სიტყვა, აპატიეთ და გაუშვით წყენა.

მოიწვიეთ თქვენს ცხოვრებაში სინათლე და გახდით თავადაც ამ სინათლის გამზიარებლები.

კომენტარში დატოვეთ: დაწერეთ ერთი სიტყვა, რომელიც გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებაში გაძლიერდეს (მაგ: სიყვარული, მშვიდობა, სიმდიდრე, ჯანმრთელობა)“,- წერს ეზოტერიკოსი.

სასწრაფოდ....... „შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ - სინოპტიკოსების გაფრთხილება მძღოლებს
30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.