ახალი ამბები
აქტუალური

შეიმუშავეს პრეპარატი, რომელმაც ქოლესტერინის დონე 60%-ით შეამცირა

რეკლამა სტატიის თავში
შეიმუშავეს პრეპარატი, რომელმაც ქოლესტერინის დონე 60%-ით შეამცირა

ინგლისელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს წამალი, რომელმაც ქოლესტერინის დონე 60%-ით შეამცირა.

სპეციალისტების თქმით, მედიკამენტი ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია. თუმცა, მიუხედავად ამისა, შედეგები იმედის მომცემია. როგორც ექსპერტები ამბობენ, პრეპარატი ორგანიზმს ქოლესტერინის მოშორებაში ისევე ეხმარება, როგორც ინიექციური საშუალებები.

მასშტაბურ კვლევაში მონაწილეობას 3 ათასამდე ადამიანი იღებდა. აღმოჩნდა, რომ იმ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობის პროცესში ინოვაციურ მედიკამენტს იღებდნენ, 6 თვის შემდეგ არასაჭირო ქოლესტერინის დონე 60%-ით შეუმცირდათ.

თუ აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია პრეპარატს დაამტკიცებს, უახლოეს მომავალში ის შეიძლება ქოლესტერინთან საბრძოლველ მთავარ სამკურნალო საშუალებად იქცეს.

რეკლამა სტატიის ბოლოს
FB Messenger WhatsApp

ასევე დაგაინტერესებთ