ახალი ამბები
აქტუალური

მინესოტას შტატში, ეკლესიაში მომხდარ „კოორდინირებულ თავდასხმასთან“ დაკავშირებით ორი დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააკავეს

რეკლამა სტატიის თავში
მინესოტას შტატში, ეკლესიაში მომხდარ „კოორდინირებულ თავდასხმასთან“ დაკავშირებით ორი დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააკავეს


მინესოტას შტატის ქალაქ სენტ-პოლში, ეკლესიაში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ორი დამოუკიდებელი ჟურნალისტი - დონ ლემონი და ჯორჯია ფორტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

ლემონს და ფორტს პირდაპირი ეთერი ჰქონდათ ჩართული, როდესაც 18 იანვარს ათობით მომიტინგე, რომლებიც საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის ქმედებებს (ICE) აპროტესტებდნენ. მათ ჩაშალეს ღვთისმსახურება, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.

გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ პარასკევს განაცხადა, რომ ეკლესიაში მომხდარ „კოორდინირებულ თავდასხმასთან“ დაკავშირებით ოთხი პირი დააკავეს.

რეკლამა სტატიის ბოლოს
FB Messenger WhatsApp

ასევე დაგაინტერესებთ