ახალი ამბები
აქტუალური

გაუპატიურება, მუქარა და ფიზიკური ძალადობა დუშეთში - შემზარავ დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

რეკლამა სტატიის თავში
გაუპატიურება, მუქარა და ფიზიკური ძალადობა დუშეთში - შემზარავ დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

პოლიციამ დუშეთში ძალადობის, მუქარისა და გაუპატიურების ბრალდებით 1972 წელს დაბადებული ზ.ც. დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ – 1974 წელს დაბადებულ პ.დ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ფიზიკურად იძალადა მასზე და ასევე, ძალადობით და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა.

სამართალდამცველებმა ზ.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 137-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რეკლამა სტატიის ბოლოს
FB Messenger WhatsApp

ასევე დაგაინტერესებთ